Aa
Aa

დიმიტროვს Covid-19 დაუდგინდა - ჯოკოვიჩს, ზვერევს, ჩილიჩსა და ჩორიჩს მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ

მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავ გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან თავად გამოაცხადა.

„Covid-19-ის ჩემმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ყველა, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ტესტს ჩაიტარებს და აუცილებელ ზომებს მიიღებს.

ძალიან ვწუხვარ ყველას გამო, ვისაც შეიძლება ჩემ გამო ზიანი მიადგა. ამჟამად უკვე სახლში ვიმყოფები და ვირუსისგან განკურნებას ვცდილობ. გმადლობთ მხარდაჭერისათვის და გთხოვთ, იყავით ფრთხილად და ჯანმრთელად“.

დიმიტროვმა პანდემიის შემდეგ პირველ ტურნირზე გასულ კვირას ითამაშა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებულ Adria Tour-ში მიიღო მონაწილეობა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბულგარელი კალათბურთით ჯოკოვიჩთან, ზვერევთან და ჩილიჩთან ერთად ერთობა, ხოლო ბორნა ჩორიჩთან საერთოდ მატჩის ჩატარება მოუწია.

ფინალური შეხვედრა, რომელშიც ჯოკოვიჩს რუბლიოვის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, სწორედ დიმიტროვის განცხადების შემდეგ გაუქმდა. „ჯანდაცვის ავტორიტეტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ადამიანს, ვისაც გრიგორთან კონტაქტი ჰქონდა, დღეს ტესტი ჩაუტარდება. გარისკვას აღარ ვაპირებთ და დღევანდელი ფინალური მატჩი გაუქმებულია“.

გულშემატკივარი ჩოგბურთის დაბრუნებას აგვისტოს დასაწყისში ელოდება, რაც უკვე ოფიციალურადაა გამოცხადებული. თუმცა, შესაძლოა, ამ მოვლენების გამო მისი განახლება ისევ გადაიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები