88500 დოლარი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს - მეივეზერმა პირობა შეასრულა
Aa
Aa

88500 დოლარი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს - მეივეზერმა პირობა შეასრულა

TMZ-ის ინფორმაციით, ფლოიდ მეივეზერმა ჯორჯ ფლოიდის ოჯახს 88500 დოლარის ოდენობის ჩეკი გაუგზავნა, რომლითაც დაკრძალვის ხარჯები დაიფარება.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ „მანიმ“ ფლოიდის ოჯახის წევრებს დაკრძალვის ხარჯების დაფარვა შესთავაზა და ამერიკელმა მოკრივემ პირობა შეასრულა.

TMZ-ის მიხედვით, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონია ოთხ ქალაქში, ჰიუსტონში, მინესოტაში, შარლოტში და კიდევ ერთ ლოკაციაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მეივეზერი კი, ყველა მათგანის ხარჯებს დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მომხდარის გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები