ტაისონი, ლუისი და ბოუი - ჰოლიფილდმა სასურველი მეტოქეები დაასახელა
Aa
Aa

ტაისონი, ლუისი და ბოუი - ჰოლიფილდმა სასურველი მეტოქეები დაასახელა

ევანდერ ჰოლიფილდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაიკ ტაისონთან ჩხუბის გამართვა სურს, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა ლენოქს ლუისსა და რიდიკ ბოუისაც შეერკინოს. ამერიკელი მოკრივე The Times-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ზემოთ ხსენებული სამი მოკრივის კანდიდატურას განიხილავს.

„სჯობს იმ მეტოქეების წინააღმდეგ ვიჩხუბო, რომლებიც ჩემს დროს გამოდიოდნენ. არ მინდა დავუპირისპირდე მოკრივეს, რომელსაც უბრალოდ სურს სახელი გაითქვას. ხალხს ჩემი და რიდიკ ბოუის ბრძოლის ნახვა უნდა. მაიკ ტაისონი და ლენოქს ლუისიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ვარიანტებია“.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჰოლიფილდი და ტაისონი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და არის შანსი მათი შერკინება ნოემბერში, შუა აზიის რომელიმე ქვეყანაში გაიმართოს.

ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები