Aa
Aa
27 მაისი 2020  |  13:15

"რუბინში" კორონავირუსი დაფიქსირდა - ქართველი ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში 22 მაისს მანქანით დაბრუნდნენ და ეხლა კარანტინში იმყოფებიან.

18 მაისს ქართველების გუნდელს ნიკოლაი პოიარკოვს კორონავირუსი აღმოაჩნდა,კლუბის მესვეურების თქმით მას არცერთ ფეხბურთელთან არ ქონია შეხება და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

გუნდმა საერთო ტესტირება 25 მაისს თავიდან ჩაიტარა და COVID 19 არავის აღარ დაუდგინდა.

23 მაისის დადგენილებით გუნდი ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებს.

შეგახსენებთ , რომ რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს უნდა განახლდეს.

ყაზანის „რუბინს“ 22 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები