ზივზივაძემ გაიტანა და ფინალში გავიდა: გვილიას მორიგი გოლი პოლონეთში
Aa
Aa

ზივზივაძემ გაიტანა და ფინალში გავიდა: გვილიას მორიგი გოლი პოლონეთში

ბუდუ ზივზივაძის ''მეზოკოვეშდი'' უნგრეთის თასის ფინალში გავიდა. საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში ''მოლ ფეჰერვარისა'' და ''მეზოკოვეშდის'' დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი ტაიმი სტუმრებმა ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის გოლით მოიგეს. შესვენების შემდეგ 55-ე წუთზე ზივზივაძის საგოლე პასით პეკარმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

ზივზივაძის გოლი

ზივზივაძის საგოლე პასი

''მოლ ფეჰერვარმა,'' რომელიც წარსულში ''ვიდეოტონის'' სახელს ატარებდა, მატჩის დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანა, თუმცა 2 გოლი შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა ''მეზოკოვეშდის'' საშინაო არენაზე ფრედ 1:1 დასრულდა. მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით ზივზივაძის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ზივზივაძე უნგრეთში სადებიუტო სეზონს ატარებს, დანიის სუპერლიგისგან განსხვავებით უნგრეთს შესანიშნავად შეეწყო, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 30-ე მატჩი ჩაატარა, მე-11 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემაა.

პოლონეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩში ''ლეგნიცა'' შინ ვარშავის ''ლეგიასთან'' 1:2 დამარცხდა. პირველი გოლი ვაკო გვილიამ მე-17 წუთზე კანტეს პასით გაიტანა. მეორე გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმში შეაგდეს. 

გვილიას ბრწყინვალე გოლი

77- ე წუთზე ვაკო გვილია შეცვალეს. მე-80 წუთზე ''ლეგია'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა და თამაში 10 ფეხბურთელით გააგრძელა. მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს.

მეოთხედფინალური დაპირისპირებები ერთმატჩიანია. ასე რომ გვილიას ''ლეგია'' ნახევარფინალში გავიდა.

მიმდინარე სეზონში გვილიამ ''ლეგიას'' მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 37 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 7 გოლი და 9 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები