კვერნაძე: „მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია
Aa
Aa
25 მაისი 2020  |  23:47

კვერნაძე: „მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია"

საქართველოს დევისის თასის ნაკრების კაპიტანი, დავით კვერნაძე ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. კვერნაძემ POSTV-სთან ისაუბრა და განაცხადა:

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრებებზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაშში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგო.

„მე მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა. ადამიანს, რომელსაც საერთოდ არაფერზე ნერვი არ ეშლება, როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო. იყო ისეთი თამაშები, სადაც ნიკოლოზს არ უნდა წაეგო, მაგრამ წააგო და მინახავს, ამ ყველაფერს როგორ ძალიან ადეკვატურად, მშვიდად ხვდებოდა“.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა. 24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები