იბრას კარიერა საფრთხეშია? - იტალიაში ამბობენ, რომ მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა
Aa
Aa

იბრას კარიერა საფრთხეშია? - იტალიაში ამბობენ, რომ მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშისას ტრავმა მიიღო. შვედ ფეხბურთელს ტესტებს ხვალ ჩაუტარებენ და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გაირკვევა, თუმცა არის ვარაუდი, რომ „იბრას“ საფეხბურთო კარიერა საფრთხეშია.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, პეპე დი სტეფანომ განაცხადა: „დღეს, სავარჯიშო სესიის ბოლოს, ზლატანმა წვივის უკანა ნაწილში რაღაც იგრძნო. შესაძლოა, მას მხოლოდ დაჭიმულობა ჰქონდეს, თუმცა არის დიდი ალბათობა, რომ იბრამ აქილევსის მყესი გაიწყვიტა“.

დი სტეფანოს გარდა, შვედი ფეხბურთელის შესახებ Sportmediaset-ის ჟურნალისტმა, პიეტრო ბალსანო პროტამაც დაწერა: „ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო. ტესტებს ხვალ ჩაატარებენ, თუმცა სავარაუდოდ მას დიდხნიანი პაუზის აღება მოუწევს“.

BBC Sport „მილანს“ დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება სთხოვა. „როსონერის“ წარმომადგენლების თქმით, ზუსტი დიაგნოზი ტესტების შედეგად გახდება ცნობილი, თუმცა ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ზლატანი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ დაბრუნდეს.

იბრაჰიმოვიჩი „მილანს" იანვარში შეუერთდა. მის კონტრაქტს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, თუმცა „როსონერის" ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები