Aa
Aa
25 მაისი 2020  |  11:47

"წლევანდელი როლან გაროსი ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება" - პრეზიდენტი იმედიანადაა

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბერნარ ჯიუდიჩელის განცხადებით, „როლან გაროსის“ 2020 წლის გათამაშების გადადება არ განიხილება და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტურნირი ჩატარდეს.

„როლან გაროსის“ 2020 წლის გათამაშება ჯერ კიდევ ცოცხალია და ის წლის ბოლომდე ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. საერთაშორისო ფედერაციებთან ერთად წლის ბოლომდე კალენდრის შემუშავებაზე დისკუსიები მიმდინარეობს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე ტურნირის ზუსტი თარიღი დაუზუსტებელია და ეს ჯერ საკმაოდ ადრეა. თუმცა, თარიღის შემუშავება ბოლო ეტაპია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია იმისთვის მოვემზადოთ, რომ გათამაშებას საუკეთესო პირობებით ვუმასპინძლოთ“.

აპრილში „როლან გაროსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტურნირი სექტემბრის ბოლოს დაიწყებოდა და ამ დრომდე ეს დაახლოებითი თარიღი ვიცით. უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება გაუქმდა, ამერიკის ღია პირველობის ჩატარების თარიღი კი ჯერჯერობით არ შეცვლილა. ასე რომ, დიდი შანსია, დიდი სლემის ორი ტურნირი თითქმის ერთმანეთის მიყოლებით, მხოლოდ 1-კვირიანი ან 10-დღიანი ინტერვალით გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები