ბასილაშვილი:
Aa
Aa
24 მაისი 2020  |  22:33

ბასილაშვილი: "არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მიასს, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ცემის ბრალდებით დააკავეს და დღეს, 24 მაისს გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

ამჟამად, საქმე ძიების პროცესშია და ჯერჯერობით არაფერი დამტკიცებულა. რამდენიმე წუთის წინ კი, ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სოციალურ ქსელში ჩოგბურთელის პირველი კომენტარი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაბზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკცებ”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები