Aa Aa
24 მაისი 2020  |  12:33

ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული. ''რადიო თავისუფლების'' ცნობით ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შშს-მ 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

სპორტსმენის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სხდომის დახურვას ითხოვს.

''რადიო თავისუფლების'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

''რადიო თავისუფლება გუშინ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, უწყებისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია დაკავებული ჩოგბურთელისა და მისი ბრალის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს პრეს-სამსახური დაგვპირდა ინფორმაციის მოძიებას, ის კონტაქტზე აღარ გამოვიდა. პრეს-სამსახური აღარ პასუხობდა არც გზავნილებსა და არც სატელეფონო ზარებს. გუშინ ეს ინფორმაცია უარყო დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, მან ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა: "არა, თქვენ მცდარი ინფორმაცია გაქვთ. არ ვიცი ამის შესახებ არაფერი და არანაირ ჩოგბურთელს არ ვიცავ", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

დაზარალებულს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის".

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება