„შესანიშნავი მებრძოლია და იცის დისტანცია როგორ გამოიყენოს
Aa
Aa

„შესანიშნავი მებრძოლია და იცის დისტანცია როგორ გამოიყენოს" - რივერა ჭიკაძეზე

გიგა ჭიკაძის ყოფილმა მეტოქემ, ირვინ რივერამ UFC-ში გამართული სადებიუტო ბრძოლის შესახებ ისაუბრა. მექსიკელმა მებრძოლმა ინტერვიუ La Afición-ს მისცა.

„სიმართლე გითხრათ, ტაკოსს მივირთმევდი, როცა ჩემმა მენეჯერმა დამირეკა. მეგობარს ვთხოვე ჩემს წასაყვანად მოსულიყო და შემდეგ წონაზე დავიწყე ზრუნვა. 4-საათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, პირდაპირ სამედიცინო ტესტების ჩასატარებლად წავედით.

მოწინააღმდეგე ჩემზე მაღალი იყო და შესანიშნავი მებრძოლია. მან იცის დისტანცია როგორ გამოიყენოს. მთელი გულით ვცდილობდი მასთან მანძილი შემემცირებინა, რადგან ჩემი უპირატესობა მუშტებით ჩხუბია. გდების განხორციელება შეუძლებელი იყო და ძალა მხოლოდ მუშტებით ჩხუბისთვის მქონდა. ვიცოდი, რომ ბრძოლა ურთულესი იქნებოდა. თანაც მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე საათი მქონდა.

შეთავაზებას ისე დავთანხმდი, რომ არ ვიცოდი ჩემი მეტოქე ვინ იქნებოდა. სასტუმროში წავედი, წონის დაგდებას ვცდილობდი და სწორედ მაშინ დამირეკა ჩემმა მენეჯერმა და მითხრა ვის წინააღმდეგ გავიდოდი ოქტაგონზე. ვიცოდი, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იქნებოდა, მაგრამ ეს ისეთი შანსი იყო, რომელსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი და დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივეს გავაკეთებდი“.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძემ რივერა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - 30:27, 30:27, 30:26 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები