Aa
Aa

ტონი ნადალი: "რაფას ბიძა რომ არ ვიყო, ვისურვებდი, ფედერერს ყველა მატჩი მოეგო"

რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა, ტონი ნადალმა როჯერ ფედერერის შესახებ ისაუბრა და მისი სათამაშო სტილით აღფრთოვანება კიდევ ერთხელ გამოხატა.

„ჩემთვის, იგი ფანტასტიკური ჩოგბურთელია და მისი თამაშის ყურება მიყვარს. რაფას ბიძა რომ არ ვიყო, მექნებოდა სურვილი, რომ ფედერერს ყველა მატჩი მოეგო. მას ძალიან ელეგანტური სტილი აქვს, რასაც ეფექტურობაც ახლავს.

ჩემი აზრით, როჯერი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. შესაძლოა, რაფა ან როდ ლეივერი მისგან შორს არ არიან, მაგრამ იგი ნამდვილად საუკეთესოა“.

59 წლის ნადალი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპეციალისტია. მას მწვრთნელის რანგში 75 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის 16 დიდი სლემის კატეგორიისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები