''სილვენ, შენ ხომ არ **ამ?'' - ''ვენგერი ყვიროდა, იგინებოდა და ბოთლებს ისროდა''
Aa
Aa

''სილვენ, შენ ხომ არ **ამ?'' - ''ვენგერი ყვიროდა, იგინებოდა და ბოთლებს ისროდა''

ლონდონის ''არსენალის'' ყოფილმა თავდამსხმელმა ჟერემი ალიადერიმ ჩრდილოლონდონურ კლუბში გატარებული წლები გაიხსენა, როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული არსენ ვენგერი იყო.

ტიერი ანრი და ჟერემი ალიადერი

ალიადერიმ 2001 წლის თებერვალში გამართული შეხვედრა გაიხსენა, როცა ''მან. იუნაიტედმა'' ''ოლდ ტრაფორდზე'' ''არსენალს'' პირველ ტაიმში 5:1 მოუგო. საბოლოოდ მატჩი ფერგიუსონის გუნდის გამარჯვებით 6:1 დასრულდა.

''არსენმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. პირველივე ტაიმში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მეტოქე გვანადგურებდა, როცა დაცვაში იგორ სტეფანოვი იდგა. კომიკურ ვითარებაში აღმოვჩნდით, კოული და იორკი ''სასიკვდილო'' დარტყმებს ახორციელებდნენ, ისინი ჩვენ ''გვკლავდნენ.''ამ შეხვედრაში 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოვხვდი. ვენგერს ვუყურებდი და ვფიქრობდი: ''ვაუ! ასე გაგიჟებული არსენი არასდროს მინახავს.''

ის ოთახში ყველა მიმართულებით ისროდა ბოთლებს, ყვიროდა და იგინებოდა, მაგრამ ზოგადად ვენგერის მხრიდან ასეთი მოქმედება ძალიან უჩვეულო იყო, ის არასდროს იგინებოდა. იმ მომენტში ვენგერი გაგიჟებული იყო. თითს არავისკენ იშვერდა, მარცხს ერთ ფეხბურთელს არ აბრალებდა, თუმცა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში გაგიჟებული იყო, შემდეგ ოდნავ დაწყნარდა.''

ჟერემი ალიადერე ''მეთოფეების'' საკუთრებაში 2001-07 წლებში იყო. ლონდონურმა კლუბმა სამჯერ გაანათხოვრა ''სელტიკში,'' ''ვესტ ჰემსა'' და ''ვულვერჰემპტონში.'' აღნიშნული ეპიზოდის გარდა ''არსენალის'' ექს-ფორვარდი კიდევ ერთხელ შემთხვევას იხსენებს, როცა არსენ ვენგერი ძალიან გაბრაზდა.

''გასახდელში მობილურის გამოყენების უფლება არ გვქონდა. არსენი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ მობილური მანქანაში დაგვეტოვებინა ან გასახდელში მოგვეტანა, ხმა გამოგვერთო და უჯრაში ჩაგვედო. ერთ დღეს არსენი გასახდელში შემოვიდა, თითოეულ ფეხბურთელს ესაუბრებოდა და ამ დროს ვილტორდის მობილურზე დარეკეს, მას ხმის გამორთვა დაავიწყდა და ვილტორმა მობილურზე საუბარი დაიწყო.

ვენგერი ძალიან გაბრაზდა, კონტროლი დაკარგა და ვილტორდს მიმართა: ''სილვენ, შენ ხომ არ **ამ?''  ყველაზე გასაგიჟებელი ის იყო, რომ ვილტორდი საუბარს აგრძელებდა.  წყობილებიდან გამოსული არსენი ყვიროდა, შემდეგ ვილტორდი 10 თუ 12 ათასი დოლარით დასაჯა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები