Aa
Aa

„ტაისონი თანახმაა" - რკინის მაიკი ბრიგსის წინააღმდეგ?

ამერიკელმა მოკრივემ, შენონ ბრიგსმა განაცხადა, რომ მაიკ ტაისონთან საქველმოქმედო ბრძოლის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ბრიგსმა Sirius XM-თან ისაუბრა და აღნიშნა რომ „რკინის მაიკის“ ასაკის მიუხედავად, აუცილებელია ჩხუბს მომზადებული შეხვდეს.

„ფინანსური მხარე თითქმის მოგვარებულია. ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საქველმოქმედო ბრძოლას გავმართავთ. რინგზე კეთილი მიზნებისთვის გავალთ და დარწმუნებული ვარ გავერთობით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაიკ ტაისონზე ვსაუბრობთ. მას უძლიერესი დარტყმა აქვს და შეუძლია ნეკნი გამიტეხოს, ამიტომ ბრძოლას მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდე“.

აღსანიშნავია, რომ Dame Dash Studios-თან საუბრისას 48 წლის მოკრივემ განაცხადა, რომ ტაისონი თანახმაა მასთან ბრძოლა გამართოს და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში ვარჯიშის განახლებას აპირებს.

ბრიგსმა ხელთათმანები ლურსმანზე 2016 წელს, ემილიო ზარატეს დანოკაუტების შემდეგ ჩამოკიდა. კარიერაში მას 68 ბრძოლა აქვს გამართული და 60-ჯერ იმარჯვა. 2006 წელს მან სერგეი ლიახოვიჩი დაამარცხა და WBO-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები