Aa Aa
15 მაისი 2020  |  10:56

მუგურუსას ახალი ამპლუა - სატელეფონო დახმარების სერვისის ოპერატორი

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გარბინ მუგურუსამ კაზერის ფონდის სატელეფონო დახმარების სერვისში ოპერატორის ფუნქცია შეითავსა. აღნიშნული ფონდი პანდემიისას დაზარალებულ ადამიანებს მსგავსი ფორმით ეხმარება.

დიდი სლემის ტურნირების ორგზის ჩემპიონი რამდენიმე მომხმარებელს ესაუბრა, მათ შორის კი ერთ-ერთი 70 წლის კარმენ კორტესი გახლდათ, რომელიც მადრიდში მარტო ცხოვრობს. ქალბატონი კორტესი ჩოგბურთს სამოყვარულო დონეზე თამაშობს და მუგურუსასა და მისი საუბარიც ძირითადად სწორედ ამ სპორტის გარშემო წარიმართა.

კაზერის ფონდმა სატელეფონო სერვისი სპეციალურად პანდემიის პერიოდში შექმნა, რათა 70 წელს გადაცილებულ იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში მარტო არიან სატელეფონო კომუნიკაციით მორალური დახმარება შესთავაზოს. სატელეფონო სერვისი ასევე გათვლილია იმ პიროვნებებზე, რომლებმაც პანდემიისას ახლობელი ადამიანი დაკარგეს და სტრესული პერიოდი აქვთ.

ფაქტს მუგურუსა „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა, მან ახალი ამპლუის მორგებით კმაყოფილება გამოხატა და კაზერის ფონდს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში