ატალანტას 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
Aa
Aa

ატალანტას 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

ბერგამოს „ატალანტას“ 19 წლის ფეხბურთელი ანდრეა რინალდი მოულოდნელად გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ტვინის ანევრიზმა გახდა.

ამ თავზარდამცემ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი უმალვე კლინიკაში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„მოედანზე უკანასკნელი იყავი, ვინც ნებდებოდა და ახლაც ბოლომდე იბრძოლე, რათა სიცოცხლე ნაადრევად არ დაგესრულებინა“, - ვკითხულობთ ბერგამოელთა განცხადებაში.

ანდრეა რინალდი „ატალანტას“ სკოლის აღზრდილი გახლდათ. მან კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. 2019-2020 წლების სეზონში ის სერია დ-ს წარმომადგენელ „ლენიანოში“ იყო განათხოვრებული.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ სერია ა-ს განახლებისთვის ვარჯიში უკვე დაიწყო. კლუბში კოვიდ-19-ზე ტესტირებებიც ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები