ფერგი და ნაყიდი მსაჯები - კარაგერმა და ნევილმა პირდაპირ ეთერში იკამათეს
Aa
Aa

ფერგი და ნაყიდი მსაჯები - კარაგერმა და ნევილმა პირდაპირ ეთერში იკამათეს

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა Sky Sports-ის ეთერში ისე იკამათეს, როგორც ამას ქომაგები ქუჩაში, ან ტრიბუნებზე ყოფნისას აკეთებენ, რაც ამ დონის ტელევიზიისთვის მიუღებელი ქმედებაა.

მათი სასაუბრო თემა „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ცუდ დღეშია. კარაგერის აზრით, „მანკუნიანელებს“ მსაჯები ვეღარ ეხმარებიან და მათი ასე დაცემის მიზეზიც ესაა.

კარაგერი: „როგორ ფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩავარდნის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ალექს ფერგიუსონს მსაჯებზე ზეწოლა აღარ აქვს? ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვკითხულობ“.

ნევილი: „ვფიქრობ, შენი ნათქვამი სიცრუეა. მართლა ფიქრობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონატებს მსაჯების მოსყიდვით იგებდა?“

კარაგერი: „მაშინ, როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ გუნდი პირველი ადგილიდან მერვეზე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც „ფერგი“ აღარ გყავთ, რომელიც მსაჯებზე ზეწოლას ახდენდა?“

ამის შემდეგ, Sky Sports-ის მთავარმა პროდიუსერმა ორივე მათგანს გაფრთხილება მისცა და შეახსენა, რომ ასეთმა საუბრებმა შესაძლოა ტელევიზიის იმიჯს ავნოს. Sky-ის კი მართლაც ხელშეუხებელი იმიჯი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები