Aa Aa
29 აპრილი 2020  |  12:33

ფელისიანო ლოპესის დედას Covid-19 დაუდგინდა

ესპანელი ჩოგბურთელის, ფელისიანო ლოპესის დედას კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გამოცემა tennisworldusa ავრცელებს და თავად ჩოგბურთელის კომენტარსაც აქვეყნებს.

„დედაჩემი ექთანია და იგი Covid-19-ით დაინფიცირდა. თუმცა, ახლა კარგადაა, მისი მდგომარეობა უმჯობესდება და სარეაბილიტაციო პერიოდი მშვენივრად მიდის“.

ამ ეტაპზე, ახალგაზრდა ბრაზილიელი ტიაგო სეიბოტ ვაილდი ერთადერთი მოქმედი ჩოგბურთელია, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ასევე ინფიცირებული გახლდათ „როლან გაროსის“ წყვილთა გათამაშების გამარჯვებული, ვეტერანი პატრიკ მაკინროი. როგორც ვაილდი, ასევე მაკინროი, უკვე სრულიად ჯანმრთელები არიან.

ჩოგბურთში პაუზა ოფიციალურად 13 ივლისამდეა გამოცხადებული, თუმცა საქმე ისე მიდის, ტურნირების 2020 წელს გამართვის შანსი ნელ-ნელა ნულს უახლოვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები