Aa
Aa

„მათ დონალდ ტრამპს შევადარებდი" - ოვერმარსი ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას აკრიტიკებს

„აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის მიერ შემუშავებული გეგმა გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩემპიონატი 3 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

ოვერმარსი თვლის, რომ ასოციაციისთვის მთავარი პრიორიტეტი ფულია და აცხადებს, რომ სეზონი უნდა გაუქმდეს.

„ჩემპიონატი მკვდარია, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია! ასეთ დროს ფული ხალხის ჯანმრთელობაზე წინ რატომ დგას? იმედი მქონდა, რომ ასოციაცია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებდა, მაგრამ ისინი უეფა-ს ზურგს უკან იმალებიან.

ვერაფრით ამიხსნია ასე რატომ მოიქცნენ. ნიდერლანდებში ტრანსლაციების შედეგად მიღებულ შემოსავალზე ისე არ ვართ დამოკიდებულნი, როგორც ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში არიან. ალბათ უეფამ მათზე ზეწოლა განახორციელა და სეზონის ნებისმიერ ფასად ჩამთავრება მოსთხოვა.

ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციასა და უეფას დონალდ ტრამპს შევადარებდი. ეს უკანასკნელი რამდენიმე კვირის წინ თვლიდა, რომ ეკონომიკა კორონავირუსზე მნიშვნელოვანი იყო“.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ნიდერლანდებში COVID-19-ით ინფიცირების 13614 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 1173-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები