Pornhub ჰქონდა გახსნილი - ქომაგებმა კლოზე გამოიჭირეს
Aa
Aa

Pornhub ჰქონდა გახსნილი - ქომაგებმა კლოზე გამოიჭირეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფეხბურთელები სოციალური ქსელების მეშვეობით გულშემატკივრებს ხშირად ეკონტაქტებიან და გამონაკლისი არც „ნორვიჩის“ მცველი, ტიმ კლოზე გახლავთ.

შვეიცარიელმა მოთამაშემ ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ქომაგებს აცნობა, რომ Netflix-ზე ერთ-ერთ გადაცემას ადევნებს თვალს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კლოზეს მაკბუკში მეორე ფანჯარაც დააფიქსირეს.

დაკვირვების შემდეგ, გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ 31 წლის უკანახაზელს მეორე ფანჯარაში Pornhub ჰქონდა გახსნილი.

ქომაგთა „აღმოჩენას“ ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში შვეიცარიელი ფეხბურთელის შესახებ ბევრმა იხუმრა.

შეგახსენებთ, რომ კლოზე „ნორვიჩის“ ერთ-ერთი ლიდერია და გუნდის პრემიერ ლიგაში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები