პეპი თამაშგარეში - ფაბრეგასმა მის კარიერაში 2 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
Aa
Aa

პეპი თამაშგარეში - ფაბრეგასმა მის კარიერაში 2 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

სესკ ფაბრეგასმა ქომაგების მიერ ინსტაგრამზე დასმულ კითხვებს უპასუხა. ესპანელმა მის კარიერაში 2 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა, რომელთა შორის პეპ გუარდიოლა ვერ მოხვდა.

„მე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელები მყავდა, ასე რომ უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. თუ, ორი საუკეთესოს დასახელებას მთხოვთ, მაშინ ვენგერი და მოურინიო. ვენგერი მე როგორც შვილს ისე მიყურებდა. ეს საოცარი იყო, თუმცა ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი ჟოზე იყო.

როგორც ის მე მექცეოდა, როგორ მაგრძნობინებდა თავს, როგორც ცდილობდა რომ გუნდის ლიდერი გავმხდარიყავი, პირველივე დღიდანვე როცა „ჩელსიში“ გადავედი, ეს ფანტასტიკური იყო და ეს გრძნობა ჩემთან სამუდამოდ დარჩება.

როდესაც მე „არსენალში“ ვთამაშობდი, ის „ჩელსიში“ იყო, როცა მე „ბარსელონაში“ გადავედი, ის „რეალში“ მუშაობდა. ყოველთვის ერთმანეთის საპირისპირო ბანაკებში ვიყავით, თუმცა შემდეგ ერთად აღმოვჩდნით და კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა“.

სესკმა რამდენიმე დღის წინ, „ჩელსიში“ გადასვლის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოურინიოსთან საუბრის შემდეგ, ყველაფერი მომენტალურად შეიცვალა:

„მე მთელი კვირა ველოდი მათ. „არსენალში“ დაბრუნება ჩემი ნომერ პირველი ვარიანტი იყო. ეს გახლდათ ის, რაც მე მინდოდა.

ერთ კვირიანი ლოდინის შემდეგ, მივხვდი რომ ისინი ჩემი დაბრუნებით არ ინტერესდებოდნენ. ამის შემდეგ „მანჩესტერისა“ და „სიტის“ ვარიანტები მქონდა, შემდეგ კი ვისაუბრე მოურინიოსთან, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

როდესაც მოურინიოსთან საუბრის შემდეგ ოთახიდან გამოვედი გავიფიქრე - აი ეს არის, მეტად არავისთან დალაპარაკება არ მჭირდება, „ჩელსიში“ მივდივარ.

რაც მან მე მითხრა, როგორი გუნდის შეკვრაც მას უნდოდა, რას ფიქრობდა ჩემზე, როგორ თამაშსაც ჩემგან ითხოვდა, ეს იყო ის, რაც მე მსურდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები