„არსენალში მიაჩნდათ, რომ ვინისიუსი უკვე მათი ფეხბურთელი იყო“ - პირს მორგანი
ცნობილმა ინგლისელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა ლონდონის „არსენალში“ ვინისიუს ჟუნიორის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.
„სეზონის დასაწყისში ვიქტორ გიოკერეშს სათამაშო დრო თითქმის არ მისცემია. ჩემი წყაროების ინფორმაციით, „არსენალი“ ცდილობდა, ის ხულიან ალვარესში გაეცვალა, თუმცა ეს ტრანსფერი ვერ შედგა.
გიოკერეში გაბრაზებულია ასეთი მიდგომის გამო და თვლის, რომ მას კლუბში პატივს არ სცემენ. წყაროები ასევე მეუბნებიან, რომ იანვარში „არსენალი“ ახალი ფორვარდის დამატებას შეეცდება.
რაც შეეხება ვინისიუსს, რომელიც „მეთოფეებს“ იდეალურად მოერგებოდა, კლუბში ფიქრობდნენ, რომ ეს ტრანსფერი რეალური იყო. იმ დღემდე, როცა ბრაზილიელმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, „არსენალში“ მიაჩნდათ, რომ ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგებოდა და ვინისიუსი უკვე მათი ფეხბურთელი იყო“.
შეგახსენებთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში როგორც ესპანური, ისე ბრიტანული პრესა ვინისიუსს „არსენალს“ უკავშირებდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით, „რეალმა“ ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.