1945 წლის შემდეგ პირველად | უიმბლდონი დიდი ალბათობით გადაიდება
Aa
Aa

1945 წლის შემდეგ პირველად | უიმბლდონი დიდი ალბათობით გადაიდება

კორონავირუსის გამო სპორტის ყველა სახეობა გარუკვეველი ვადით არის შეჩერებული, ზოგიერთი მათანი კი საერთოდ ტურნირებსაც აუქმებს. 1 აპრილს მოსალოდნელია, რომ უიმბლდონის 2020 წლის გათამაშება ოფიციალურად გაუქმდება, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დირკ ჰორდფორდი ავრცელებს.

ჰორდფორდის თქმით, მას ATP-სა და WTA-ს ხელმძღვანელებთან აქტიური კონტაქტი აქვს და ეჭვგარეშეა, რომ 2 დღეში ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ.

კორონავირუსის გამო საჩოგბურთო ტურნირები 7 ივნისამდეა გადადებული, თუმცა ყველა ხვდება რომ სიტუაცია გაცილებით რთულია და უარესისთვის უნდა მოემზადონ.

თუ, ინფორმაცია დადასტურდა, რისი შანსიც ძალიან დიდია, ასეთი რამ 1945 წლის შემდეგ პირველად მოხდება.

საინტერესოა, რომ უიმბლდონი გაუქმების შემთხვევაში ფინანსურ ზარალს არ ნახავს, რადგან რამდენიმე წლის წინ, ის პანდემიის შემთხვევისთვის დააზღვიეს.

მსგავსი სიახლეები