Aa
Aa
25 მარტი 2020  |  18:06

"დარჩით სახლში" - Covid-19-ით პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი დაინფიცირდა

საჩოგბურთო სამყაროში Covid-19-ით დაინფიცირებული პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი ბრაზილიელი ტალანტი, ტიაგო სეიბოტ ვილდია. მან ამის შესახებ "ინსტაგრამის" მეშვეობით გამოაცხადა.

"მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ვარ, თუმცა ბოლო დღეები თვითიზოლაციაში გავატარე, ექიმების რჩევებს ვითვალისწინებდი და ვცდილობდი, უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. 

შეგახსენებთ, რომ სახლში დარჩენა აუცილებელია - დარჩით სახლში და იყავით უსაფრთხოდ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და იზრუნეთ ახლობლებზე". - ამბობს ვილდი ვიდეომიმართვაში.

ტიაგო სეიბოტ ვილდი 20 წლისაა და ამჟამად მსოფლიოს 114-ე ჩოგანია. მან თებერვალში კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, როცა სანტიაგოს ტურნირზე გაიმარჯვა.

ჯერჯერობით საჩოგბურთო სამყაროში სხვა არავინ დაინფიცირებულა, პროფესიონალური ტურნირები კი ივნისის დასაწყისამდე გადადებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები