Aa Aa
21 მარტი 2020  |  10:15

"ვარჯიში განახლდება ოთხშაბათს 25 მარტს", - ნეაპოლში შეიშალნენ

imgbanner

„ვარჯიში განახლდება ოთხშაბათს 25 მარტს“, - „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე ასეთ განცხადებას ვხვდებით, რაც ბევრისთვის მოულოდნელი და უცნაური აღმოჩნდა.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიაში კორონავირუსი მძვინვარებს და ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ხელისუფლების ბრძანებით აკრძალულია ყველა ღონისძიება, რომელიც ხალხმრავალ შეკრებას მოიცავს. ასევე შეჩერებულია ნებისმიერი სპორტული აქტივობა ოფიციალურ დონეზე.

„ნაპოლის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს ბრძანებას პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ნეაპოლელთა მსგავსად ნაადრევად სავარჯიშო პროცესის განახლება სურს რომის „ლაციოსაც“.

როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, სერია ა-ს განახლება 2-3 მაისისთვის იგეგმება. ჩემპიონატის დასრულება კი 30 ივნისისთვის სურთ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიაში გუშინდელი მონაცემებით, 20 მარტს 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კი გარდაცვლილთა რიცხვი 4032-ს აღწევს, რაც პირველი მაჩვენებელია, იტალიელებმა ჩინეთსაც გადაასწრეს. ამჟამად ქვეყანაში 37,860 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. ამ მხრივ იტალიასთან ახლოსაც არავინ იმყოფება.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები