ცუკიოტოში და მე-7 მარცხი - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს
Aa
Aa

ცუკიოტოში და მე-7 მარცხი - ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდეს

“ჰარუ ბაშოს“ მე-12 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკი იყო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს, თუმცა იაპონურმა პრესამ შემდეგ ინფორმაცია შეცვალა. როგორც აღმოჩნდა ჩიომარუ ინფიცირებული არ არის და ის თავს ჯანმრთელად გრძნობს.

ჩიომარუმ ტოჩინოშინის დამარცხება საკმაოდ მარტოვად მოახერხა. ცუკიოტოშის ილეთით მანდ ქართველი რიკიში დოჰიოდან გადააგდო. ლევანმა ბრძოლა ძალიან ცუდად დაიწყო, ვერც ცუპარები გამოიყენა, ვერც მავაში, საბოლოოდ კი ლოგიკურად დამარცხდა.

ტოჩინოშინი მას აქამდე სულ 3-ჯერ დაუპირისპირდა და სამივე შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.

მე-13 დღეს ლევანის მეტოქე მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელსაც დღემდე 34-ჯერ შეხვდა და ბალანსი ჩვენებურის სასარგებლოდ ნამდვილად არ არის - 10 გამარჯვება და 24 მარცხი.

ამ მომენტისთვის ტოჩინოშინს 5 მოგება და 7 მარცხი აქვს. ლევანმა დარჩენილი 3 ბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს, რომ დადებითი ბალანსის დაფიქსირება შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები