კორონავირუსი - მოკრივეთა ეროვნული ნაკრები კარანტინშია
Aa
Aa

კორონავირუსი - მოკრივეთა ეროვნული ნაკრები კარანტინშია

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ლონდონში იმყოფებოდა ,ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოკრივეთა ეროვნული ნაკრები და მწვრთნელები  თვით იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არსებული კორონა ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე ლონდონიდ ტურნირი შეწყდა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ლიცენზია აქვს მოპოვებული. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე სახილ ალახვერდოვი იასპარეზებს.

ტურნირის გაგრძელებისას შემთხვევაში ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლას გააგრძელებენ - ესკერხან მადიევი (69 კგ), გიორგი ხარაბაძე (75 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (91+ კგ)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები