Aa
Aa

"ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა", - მეივეზერის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბიძას

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ფლოიდ მეივეზერის ბიძა და მწვრთნელი, როჯერ მეივეზერი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა, ყოფილ მოკრივეს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რასაც დიაბეტი დაემატა.

ბიძაჩემი ჩემს ცხოვრებაში, რინგზეც და მის მიღმაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. როჯერი კრივში დიდებული ჩემპიონი და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო.

სამწუხაროდ, ჯანმრთელობა მას ბოლო წლებში დიდ პრობლემებს უქმნიდა, საბოლოოდ, ის ახლა მშვიდად განისვენებს.

როჯერი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. ის არამარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ კრივის მთელი სამყაროსთვის დიდი დანაკლისია.

მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც როჯერის გარდაცვლის შემდეგ მივიღეთ.

ამ ყველაფრის შემდეგ ვხედავ იმას, თუ რამდენად ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეაღწია მან თავისი საქმიანობით, რომელიც მისთვის პირველი და დიდი ხნის სიყვარული იყო“.

როჯერ მეივეზერი ორი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახლდათ და „მანის“ კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. როჯერმა ფლოიდთან მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყო და ძმისშვილს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. კარიერის სტარტზე, როცა ფლოიდის მამა გისოსებს მიღმა იმყოფებოდა, „მანის“ სწორედ როჯერი ავარჯიშებდა.

აღსანიშნავია, რომ ფლოიდ მეივეზერს ერთკვირიან მონაკვეთში მეორე ტრაგედია დაატყდა თავს. 11 მარტს „მანის“ ყოფილი მეგობარი გოგონა და მისი სამი შვილის დედა, ჯოზი ჰერისი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები