ჰენკა! დოჰიოდან გადაგდებული მეტოქე და
Aa
Aa

ჰენკა! დოჰიოდან გადაგდებული მეტოქე და "ტოჩის" მე-5 გამარჯვება!

„ჰარუ ბაშოს“ მე-11 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იყო, რომელსაც ქართველი რიკიში აქამდე სულ 4-ჯერ შეხვდა და ყველა ბრძოლა მოუგო.

დღევანდელი ბრძოლა ტოჩინოშინმა ჰენკას გამოყენებით მოიგო. ლევანმა სასტარტო კონტაქტი თავიდან აირიდა და მეტოქე დოჰიოდან გადააგდო. ოფიციალურად გამარჯვება ჰატაკიკომის ილეთით შეფასდა. გორგაძეს ეტყობოდა, რომ მუხლი ძალიან სტკიოდა, ამის შემჩნევა ადვილად იყო შესაძლებელი.

მე-12 დღეს „ტოჩის“ მეტოქე მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკი იქნება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს, თუმცა იაპონურმა პრესამ შემდეგ ინფორმაცია შეცვალა. როგორც აღმოჩნდა ჩიომარუ ინფიცირებული არ არის და ის თავს ჯანმრთელად გრძნობს.

ტოჩინოშინი მას სულ 3-ჯერ დაუპირისპირდა და სამივე შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები