Aa
Aa

ტრილოგიის მოლოდინში - კანელოსა და გოლოვკინის მესამე ბრძოლა 12 სექტემბერს გაიმართება?

The Athletic-ის ინფორმაციით, კრივის გულშემატკივრები კანელო ალვარესისა და გენადი გოლოვკინის ტრილოგიას იხილავენ. ამერიკული გამოცემის მიხედვით, მექსიკელმა და ყაზახმა მოკრივეებმა მესამე ორთაბრძოლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მხარეებს იმედი აქვთ, რომ დეტალები უახლოეს მომავალში მოგვარდება და დაპირისპირება 12 სექტემბერს გაიმართება, თუმცა დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა შეიძლება.

როგორც მოგეხსენებათ კანელო ალვარესს მაისში ბილი ჯო სანდერსის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ბრძოლა კორონავირუსის გამო გადაიდება. Athletic-ის თანახმად, ალვარესი და სანდერსი რინგზე ერთმანეთის წინააღმდეგ მაინც გავლენ და კანელო გოლოვკინს სწორედ ბრიტანელთან ჯახის შემდეგ შეერკინება.

შეგახსენებთ, რომ ალვარესისა და გოლოვკინის პირველი ორთაბრძოლა 2017 წლის 16 სექტემბერს გაიმართა და ფრედ დასრულდა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებამ გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. ქომაგთა აზრით, არბიტრები უსამართლოდ მოიქცნენ და გოლოვკინს გამარჯვება წაართვეს.

ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 15 სექტემბერს რემატჩი ვიხილეთ, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით კანელო ალვარესმა მოიგო, მაგრამ ბევრისთვის მაშინაც გოლოვკინი გახლდათ გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები