კორონავირუსი -
Aa
Aa

კორონავირუსი - "ჰარუ ბაშოზე" პირველი რიკიში დაინფიცირდა

კორონავირუსის გამო ტოკიოში მიმდინარე „ჰარუ ბაშო“ მაყურებელთა გარეშე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ტურნირი საერთოდ შეწყდეს, ამის მიზეზი ერთ-ერთი სეკიტორის დაინფიცირება გახლავთ. 28 წლის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკის დღეს დილით კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.

გუშინ თავს კარგად ვგრძნობდი, დღეს დილით გავიღვიძე და ვთქვი, რომ ნამდვილად ჯანმრთელად ვიყავი, მაგრამ სიცხე მქონდა“. - ამბობს ჩიომარუ.

Nikkansports-ის ცნობით, სუმოს ასოციაციის განცხადებით, თუ რომელიმე სხვა რიკიშის, ან უბრალოდ იქ მყოფ ადამიანთა შორის ვინმეს სიმპტომი აღენიშნა, ტურნირი აუცილებლად შეწყდება.

დიდი ალბათობით, „ჰარუ ბაშო“ შეწყდება, რადგან ჩიომარუმ 7 ბრძოლა უკვე გამართა და მან მხოლოდ დღევანდელი მე-8 საშეჯიბრო დღე გამოტოვა. ამ ხნის მანძილზე მას კონტაქტი უამრავ ადამიანთან და სუმოტორთან ჰქონდა. აქედან გამომდინარე რთული წარმოსადგენია, რომ კორონავისური არავის გადადებოდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩიომარუს „ჰარუ ბაშოზე“ საბედნიეროდ ჯერ ტოჩინოშინთან ბრძოლა არ გაუმართავს. ლევან გორგაძემ დღეს ტამავაში დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში დაამარცხა და ბაშოზე მე-3 გამარჯვება გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები