საქართველო ესტონეთთან დამარცხდა და აღზევების შანსი დაკარგა
Aa
Aa

საქართველო ესტონეთთან დამარცხდა და აღზევების შანსი დაკარგა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დევისის თასის მსოფლიო პირველ ჯგუფში მოხვედრის შანსი დაკარგა. ქართველი და ესტონელი ჩოგბურთელების ოთხი დაპირისპირებიდან მასპინძლებმა მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს. შეხვედრები თბილისში, მზიურის კორტებზე მიმდინარეობდა.

მეოთხე შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა, ბასილაშვილმა ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გამოუცდელმა ზურა ტყემალაძემ შეცვალა. ტყემალაძემ პირველი სეტი წააგო, თუმცა შემდეგი სეტი მოიგო. მესამე სეტში გამარჯვება ესტონელს დარჩა.

საქართველოსა და ესტონეთს შორის კიდევ ერთი შეხვედრაა დარჩენილი, ნიკოლოზ დავლიანიძისა და  დანიილ გლინკას მატჩი ფორმალურ ხასიათს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები