დევისის თასი - საქართველოს ნაკრები ესტონეთს ფავორიტის რანგში უპირისპირდება
ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი "მზიური" 6-7 მარტს „დევისის თასის“ გათამაშებას უმასპინძლებს.
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპრიდება.
ჩვენი გუნდის ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ნიკოლოზ დავლიანიძე, გიორგი ცივაძე და ზუკა ტყემალაძე დაიცავენ.
აღსანიშნავია , რომ ნაკრების წევრი ალექსანდრე ბაქში ესტონეთთან დაპირისპრიებას გამოპტოვებს. ახალგაზრდა ჩოგბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთელი
ზუკა ტყემალაძე - ჩოგბურთელი
ალექსანდრე მეტრეველი - ჩოგბურთელი
დავით კვერნაძე - ნაკრების კაპიტანი
5 მარტს "მზიურის" კორტებზე კენჭისყრა გაიმართება, ხოლო მატჩები 6-7 მარტს დილის 10 საათიდან დაიწყება.
შეხვედრებზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია.