ხაბიბი მეივეზერზე: „თუ მას ჩემთან ჩხუბი სურს UFC-ში მოვიდეს
Aa
Aa

ხაბიბი მეივეზერზე: „თუ მას ჩემთან ჩხუბი სურს UFC-ში მოვიდეს"

დაღესტნელმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფლოიდ მეივეზერთან შესაძლო ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა. 

„ფლოიდი ჩემთან ორთაბრძოლის გამართვით კვლავ დაინტერესებულია?! ცოტა ხნის წინ მას დაბადების დღე ჰქონდა და 48 თუ 49 წლის გახდა. მეივეზერი თითქმის მამაჩემის ასაკისაა. გამომდინარე აქედან, ვერ ვხვდები მისი ასაკის ადამიანს სახეში როგორ უნდა დავარტყა.

თუ მას ჩემთან ჩხუბი სურს, UFC-ში მოვიდეს, სადაც ყველა ბრძოლა ნამდვილია. მე მოკრივე არ ვარ. მე მებრძოლი ვარ - MMA-ს მებრძოლი. თუ ის ჩემთან ჩხუბით მართლაც დაინტერესებულია, მაშინ შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, როგორც მამაჩემმა თქვა - 11 რაუნდი კრივის და 1 რაუნდი MMA-ს წესებით.

საწყისი 11 რაუნდი სამწუთიანი იქნება და როგორც უკვე აღვნიშნე, კრივის წესებით ჩატარდება, ხოლო ბოლო 5-წუთიანი, და MMA-ს წესებით ვიჩხუბებთ. დარწმუნებული ვარ, რომ 11 რაუნდის განმავლობაში ფლოიდი ნოკაუტში ვერ ჩამაგდებს და საკითხავი ისაა, მეთორმეტე რაუნდში რას აპირებს. მას პარტერში გადავიყვან და გავანადგურებ. ფლოიდი რას დამიპირისპირებს? რა თქმა უნდა მეივეზერი თავისი საქმის ექსპერტია, მაგრამ ვთვლი, რომ ვერ დამანოკაუტებს. მეთორმეტე რაუნდში კი მე გავიმარჯვებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები