Aa
Aa

"ეს ფაქტი საჩოგბურთო მიღწევებს აღემატება" - ჯოკოვიჩი შარაპოვას გადაწყვეტილებას ეხმაურება

მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარია შარაპოვასა და მისი კარიერის შესახებ ისაუბრა. სერბმა ვარსკვლავმა შარაპოვას სპორტის ლეგენდა უწოდა, მისი სრული კომენტარის მოსმენა ჩვენი გახმოვანებით შეგიძლიათ.

32 წლის შარაპოვამ აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ გუშინ გამოაცხადა. მან 18-წლიან პროფესიონალურ საჩოგბურთო კარიერაში დიდი სლემის 5 ტიტული მოიგო და ე.წ. "კარიერული სლემი" შეასრულა. WTA-მ მაშას 2-წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა, რომელსაც აქვე ჩვენი გახმოვანებით გთავაზობთ.

შარაპოვას საჩოგბურთო ცხოვრების შავი ლაქა კი დოპინგ-სკანდალია. 2016 წელს, რუს ვარსკვლავს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მართალია, აქტიურ სპორტში დაბრუნების უფლება 1 წლის შემდეგ მისცეს, მაგრამ ძველებურ დონეზე ათამაშება ვეღარ შეძლო და ბოლო 5 სეზონში WTA-ს მხოლოდ 1 ტიტული მოიგო - 2017 წელს, ტიანძინში.

შარაპოვამ კარიერის ბოლო მატჩი 21 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობაზე, დონა ვეკიჩის წინააღმდეგ ჩაატარა და 3:6; 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები