Aa
Aa

ლამპარდი ცვლილებებს გეგმავს - ჩელსი შესაძლოა 8 ფეხბურთელმა დატოვოს

The Sun-ის ცნობით, „ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი სერიოზული ცვლილებების გატარებას გეგმავს. ინგლისელ სპეციალისტს შემადგენლობის გადახალისება სურს და არის შანსი ზაფხულში 8 ფეხბურთელი გაასხვისოს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „სტემფორდ ბრიჯის" დატოვება შესაძლოა კეპას, ჟორჟინიოს, როს ბარკლის, მარკოს ალონსოს, ემერსონს, კურტ ზუმას, ვილიანსა და პედროს მოუწიოთ.

ლამპარდს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ასპარეზზე წარმატებით გამოსვლა სურს და მშვენივრად მოეხსენება, რომ მის ხელთ არსებული რესურსი სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისი არაა. The Sun-ის თანახმად, „სუპერ ფრენკი" ამ საკითხის შესახებ „ჩელსის" ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა და მათ შეატყობინა, რომ ზაფხულში მინიმუმ 4 ტრანსფერის გაჩარხვა უნდა.

აღსანიშნავია, რომ ზუმას, ვილიანისა და პედროს მომავალთან დაკავშირებით ლამპარდი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს. დანარჩენებს კი დიდი ალბათობით კარიერის სხვა გუნდებში გაგრძელება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები