Aa Aa
24 თებერვალი 2020  |  17:58

ტონი ფერგიუსონის მწვრთნელი: „ხაბიბს ხაფანგები ელოდება"

imgbanner

ტონი ფერგიუსონის მწვრთნელმა, ედი ბრავომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გასამართი ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ დიდი ხანია ხაბიბთან ჩხუბისთვის ვემზადებით. ნურმაგომედოვი დღესდღეობით საუკეთესო და UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა მებრძოლია, ამიტომ 19 აპრილს გასამართი შერკინება ტონის კარიერაში ურთულესი გამოწვევა იქნება.

ჩვენ ხაბიბის ყველა ბრძოლა ვნახეთ და რამდენიმე მათგანში ის საკუთარ თავს არ ჰგავდა. მაგალითად შეგვიძლია დოს ანიოსის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება მოვიყვანოთ. მართალია, ნურმაგომედოვმა სასურველ შედეგს მიაღწია, მაგრამ დოს ანიოსის დაცვას ვერაფერი მოუხერხა. ტონი კი მთელი ცხოვრებაა ჭიდაობს და მის წინააღმდეგ „არწივს“ ძალიან გაუჭირდება.

წარმოდგენა არ გვაქვს ორთაბრძოლა როგორ განვითარდება, მაგრამ ზუსტად ვიცით ხაბიბი რა ტაქტიკით იჩხუბებს და გპირდებით, რომ ნურმაგომედოვს რამდენიმე ძალიან სახიფათო ხაფანგს დავახვედრებთ.

ხაბიბს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ტონის ილეთების უდიდესი არსენალი აქვს. შესაძლოა მას UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი იარაღი ჰქონდეს".

შეგახსენებთ, რომ ბუკმეიკერები ფავორიტად ხაბიბ ნურმაგომედოვს მიიჩნევენ, თუმცა MMA-ს მებრძოლების აზრით, „ელ კუკუი" სწორედ ისაა, ვისაც დაღესტნელის დამარცხება შეუძლია.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები