Aa
Aa

ოფიციალურად - ზიეჩმა ჩელსისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„აიაქსის“ შემტევმა, ჰაკიმ ზიეჩმა „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და „არისტოკრატებს“ საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. 26 წლის მაროკოელმა პირველი კომენტარი „ლურჯების“ ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა და განაცხადა: „ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩელსის დონის გუნდთან გავაფორმე ხელშეკრულება. მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ“.

ზიეჩის ტრანსფერის შესახებ „არისტოკრატების“ დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამაც ისაუბრა და აღნიშნა: „ბედნიერები ვართ ჰაკიმი ზაფხულში რომ შემოგვიერთდება. ბოლო პერიოდში იგი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევია, რაც აიაქსთან დაპირისპირებაში საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

ჩვენ ჰაკიმსა და აიაქსს სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ და მოუთმენლად ველით მომენტს, როცა ზიეჩი სტემფორდ ბრიჯზე გამოვა“.

აქვე გეტყვით, რომ ზიეჩის ტრანსფერი „ჩელსის“ დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაუჯდა. მაროკოელი ფეხბურთელის ანაზღაურების შესახებ კი ბრიტანულ პრესაში ჯერჯერობით არაფერს წერენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები