Aa
Aa

რუდიგერი რასიზმის წინააღმდეგ: „სერიოზული პრობლემები გვაქვს"

გერმანელმა უკანახაზელმა, ანტონიო რუდიგერმა რასიზმის შესახებ ისაუბრა. „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში „დეზების“ ქომაგებმა რუდიგერს უსტვინეს, რაც მის მიერ გაკეთებული განცხადების გამოხმაურება გახლდათ.

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის პირველ წრეში გამართული მატჩის შემდეგ, რუდიგერმა აღნიშნა, რომ რასიზმის მსხვერპლი გახდა, თუმცა გამოძიებამ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, რის გამოც „დეზების“ გულშემატკივრები სასჯელს გადაურჩნენ.

რუდიგერი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება უსამართლობაა, თუმცა დასძენს, რომ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას არ აპირებს.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რასიზმმა გაიმარჯვა. ეს კი იმის ნიშანია, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს. გამოძიების შედეგები არ გამკვირვებია, რადგან ხშირ შემთხვევაში რასიზმი დაუსჯელი რჩება.

გულშემატკივარმა, რომელიც ფეხბურთელს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას აყენებს, თავის საქციელზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს. მათ განათლება სჭირდებათ. ისინი ასე იმიტომ იქცევიან, რომ საჭირო განათლება არ აქვთ. ეს კი თითოეული ჩვენგანის ბრალია.

დღევანდელი რეალობის მიუხედავად, ბრძოლას არ შევწყვეტ და არ დავნებდები. თუ ასეთ ხალხს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, რასიზმი გაიმარჯვებს. თუ ასეთ ხალხს არ დავსჯით, რასიზმი გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური დერბი „ჩელსის“ გამარჯვებით დასრულდა. „არისტოკრატებმა“ 2-1 მოიგეს და „დეზებმა“ „ლურჯების“ კარის აღება სწორედ რუდიგერის ავტოგოლით მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები