მესი:
Aa
Aa

მესი: "ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ, 40 წლამდე თამაში?"

მესიმ Mundo Deportivo-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ეტაპობრივად ვრცელდება.

ლეომ მის ფიზიკურ ფორმაზე, გუნდში დარჩენაზე და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ისაუბრა.

„თავს ჩინებულად ვგრძნობ, იმაზე უკეთ ვიდრე გასულ სეზონში. გოლები ნაკლებად გამაქვს? დიახ, ამჟამად არც ისე ბევრი გამაქვს, თუმცა ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. 40 წლამდე თამაში? ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ...

მე არ შემიძლია, რომ გუნდის დატოვებაზე ვიფიქრო. თუ, კლუბის სურვილი იქნება რა თქმა უნდა დავრჩები. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო და განვაგრძო გამარჯვებები ლა ლიგაში.

თუ, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, უნდა გავძლიერდეთ და განვითარება განვაგრძოთ. დღეისთვის ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ლიგის მოსაგებად საკმარისი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ამჟამად 32 წლისაა. მის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად ლეოს ნებისმიერი სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები