Aa Aa
7 თებერვალი 2020  |  01:50

NBA - 6 თებერვალს განხორციელებული გაცვლები

NBA-ის ტრეიდების ბოლო დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გუნდებმა შემადგენლობის გასაძლიერებლად მაქსიმუმი გააკეთეს და რამდენიმე მათგანმა მიზანს მიაღწია კიდეც.

"მემფისმა" ანდრე იგუდალა, ჯაე კრაუდერი და სოლომონ ჰილი "მაიამიში" დიონ უეიტერსის, ჯასტის უინსლოუს და ჯეიმს ჯონსონის სანაცვლოდ გაუშვა.მოგვიანებით ტრეიდში "მინესოტა" ჩაერთო და ჯონსონის სანაცვლოდ "მემფისს" დიენგი დაუთმო.

"გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფიაში" გლენ რობინსონ მესამე და ალეკ ბერკსი გაუშვა, სანაცვლოდ კი მეორე რაუნდის სამი პიკი მიიღო.

"ჰიუსტონმა" ჯორდან ბელის სანაცვლოდ "მემფისისგან" ბრუნო კაბოკლო მიიღო.

"პორტლენდმა" გარკვეული თანხის სანაცვლოდ სკაი ლაბისიე "ატლანტაში" გაუშვა.

"ფილადელფიამ" ჯეიმს ენისი "ორლანდოს" მეორე რაუნდის პიკის სანაცვლოდ დაუთმო.

"ვაშინგტონმა" ჯორდან მაკრაე "დენვერს" შაბაზ ნეპიერში გაუცვალა.

ერთ-ერთი მთავარი ტრეიდი "გოლდენ სტეიტმა" განახორციელა. "მეომრებმა" დიანჯელო რასელი "მინესოტაში" გაუშვეს და სანაცვლოდ ენდრიუ უიგინსი, 2021 წლის დრაფტის პირველი რაუნდის პიკი (დაცული), 2021 წლის მეორე რაუნდის პიკი მიიღეს. "უორიორსმა" "ტიმბერვულვზს" ომარი სპელმენი და ჯეიკობ ევანსიც დაუთმო.

სამგუნდიანი ტრეიდის შედეგად "ვაშინგტონმა" ჯერომ რობინსონი, "ნიქსმა" მო ჰარკლესი და 2020 წლის დრაფტის პირველი პიკი, ხოლო "კლიპერსმა" მარკუს მორისი და აიზია ტომასი მიიღო. ლოს-ანჯელესურმა გუნდმა ტომასი გუნდიდან მალევე გარიცხა.

6 თებერვალი ყველაზე წარუმატებელი ალბათ "დეტროიტისთვის" გამოდგა. "პისტონსმა" ანდრე დრამონდი "კლივლენდში" გაუშვა და სანაცვლოდ ბრენდონ ნაითი, ჯონ ჰენსონი და მეორე რაუნდის პიკი მიიღო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები