FED CUP - ჯგუფის პირველი ადგილი და ფლეი-ოფის ფინალი მასპინძელ ფინეთთან!
Aa
Aa

FED CUP - ჯგუფის პირველი ადგილი და ფლეი-ოფის ფინალი მასპინძელ ფინეთთან!

ჰელსინკში მიმდინარე ჩოგბურთის ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრაც მოიგო და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

ტუნისთან დაპირისპირება ეკატერინე გორგოძისა და ჩირაზ ბეჩრის შეხვედრით გაიხსნა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ორ სეტში - 6:1, 6:3 იმარჯვა.

ეკატერინეს შემდეგ, კორტზე მარიამ ბოლქვაძე გავიდა და ონს ჟაბერს გაეჯიბრა. ბოლქვაძემ მსოფლიო რეიტინგის 45-ე ჩოგნის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ორ სეტში - 2:6; 2:6 წააგო.

გამარჯვებული ნაკრების ვინაობა მესამე შეხვედრაში გაირკვა, რომელშიც ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა, ბეჩრისა და ჟაბერის დუეტი მარტივად, 6:3, 6:2 დაამარცხა.

შედეგად, საქართველოს ნაკრები ფლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა და მასპინძელ ფინეთის ნაკრების მეტოქე გახდა. წყვილში გამარჯვებული ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონაში დაწინაურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები