Aa
Aa

სუპერმატჩი ჯოკოვიჩის სასარგებლოდ! - "ნოლემ" ფედერერს 3 სეტში აჯობა

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი 3 სეტში დაამარცხა და Aus Open-ის ფინალში კარიერაში მერვედ გავიდა.

ფედერერმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და პირველ სეტში თავად დომინირებდა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა, ტაიბრეიკზე კი უკვე აღარაფერი გამოუვიდა. 

მეორე პარტიაში ინიციატივას სერბი ფლობდა, რომელმაც ბოლო გეიმში ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, რასაც დამაჯერებლად მოგებული მესამე სეტი მოჰყვა - 7:6; 6:4; 6:3.

სერბ ვარსკვლავს Aus Open-ის ნახევარფინალში არასდროს წაუგია და ტურნირის ფინალში მერვედ ითამაშებს, სადაც ასევე 100%-იანი სვლის გაგრძელებას შეეცდება. 

მისი მომდევნო მეტოქე დომინიკ ტიმისა და ალექსანდრ ზვერევის ხვალ გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა. Aus Open-ის მამაკაცთა თანრიგის ფინალი კვირასაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის მე-17 ტიტულს უმიზნებს. იგი, ამ მხრივ, მხოლოდ 19-სლემიან ნადალსა და 20-სლემიან იმავე ფედერერს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები