მძიმე ბრძოლაში დამარცხებული ჰალეპი! - მუგურუსა ფინალში კენინს შეხვდება
Aa
Aa

მძიმე ბრძოლაში დამარცხებული ჰალეპი! - მუგურუსა ფინალში კენინს შეხვდება

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალურ მატჩში, გარბინ მუგურუსამ სიმონა ჰალეპს რთული შეხვედრა მოუგო და ფინალში გავიდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და 2 საათსა და 7 წუთში დასრულდა.

მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგნის დაპირისპირებაში მცირე უპირატესობას ესპანელი ფლობდა, რომელიც აქტიური თამაშით ჰალეპს დიდ პრობლემებს უქმნიდა. პირველ სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც სუპერდაძაბული გამოდგა და მუგურუსას გამარჯვებით - 10:8 დასრულდა.

მეორე პარტიაში უკვე რუმინელი დომინირებდა და სეტზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, რასაც ჩავარდნა და მუგურუსას მხრიდან გადამწყვეტი 3 გეიმის აღება მოჰყვა, საბოლოოდ - 6:7; 5:7.

 

მუგურუსა, რომელიც როლან გაროსისა (2016) და უიმბლდონის (2017) გამარჯვებულია, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში პირველად ითამაშებს. 

იგი გადამწყვეტ მატჩში ამ სტადიის კიდევ ერთ დებიუტანტ სოფია კენინს შეხვდება, რომელმაც მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტის ასევე 7:6; 7:5 მოუგო. ფინალური მატჩი შაბათს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები