"ბარსამ" არჩევანი როდრიგოზე შეაჩერა - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
ესპანური გამოცემები Mundo, Sport-ი და AS-ი იუწყებიან, რომ „ბარსელონამ“ ობამეიანგზე უარი თქვა და მათი ნომერ პირველი სამიზნე როდრიგო მორენოა.
„ვალენსიას“ 28 წლის ესპანელი ფორვარდი კატალონიელთა გეგმებში იდეალურად ჯდება. კლუბს მორენოს იჯარის წესით აყვანა სურს, რასაც ზაფხულში გამოსყიდვის უფლება მოჰყვება. სეზონის ბოლოს „ბლაუგრანას“ დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
კლუბმა ობამეიანგზე უარი მისი ასაკისა და ფასის გამო თქვა. 30 წლის ფორვარდში „ბარსამ“ ასტრონომიული თანხის გადახდა არ მოისურვა.
„ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო და ეს უკვე წლებია გრძელდება. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ შეთანხმება ამჯერადაც შედგება.
თუ, ისე მოხდა რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, „ბარსას“ ბოლო ვარიანტად ოლივიე ჟირუ რჩება, რომლის შეძენა ასევე მილანის „ინტერსაც“ სურს.