Aa
Aa

კავანის გადაბირებით „ჩელსიც" ინტერესდება

Times-ის ინფორმაციით „ჩელსიმ“ შესაძლოა ედინსონ კავანის გადაბირება სცადოს. „არისტოკრატების“ თავკაცი, ფრენკ ლამპარდი შეტევის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და ურუგვაელი თავდამსხმელით ინტერესდება.

როგორც მოგეხსენებათ კავანის კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება უნდა და თავისი სურვილის შესახებ „პარკ დე პრენსის“ ბინადრებსაც აცნობა. ესპანურ პრესაში სამხრეთ ამერიკელს „ატლეტიკოს“ უკავშირებენ, თუმცა პსჟ-მ „როხიბლანკოს“ ერთი წინადადება უკვე უარყო.

ფრანგული გრანდი კავანის სანაცვლოდ 23 მილიონ ფუნტს ითხოვს და Times-ს თუ დავუჯერებთ, „ლურჯები“ ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ. მათ კავანის 18-თვიანი იჯარით გადაყვანა სურთ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალთან“ მატჩში ტამი აბრაჰამმა ტრავმა მიიღო და „სტემფორდ ბრიჯზე“ თავდამსხმელის გადაბირების საკითხი უფრო აქტუალური გახდა. ჯერჯერობით უცნობია ინგლისელი რამდენ ხანს იუქმებს, მაგრამ ფრენკ ლამპარდმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ჩელსის“ შეტევის გაძლიერება ესაჭიროება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები