Aa Aa
20 იანვარი 2020  |  11:56

პარატიჩიმ რაკიტიჩი-ბერნარდესკის გაცვლა უარყო

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, რაკიტიჩი-ბერნარდესკის შესაძლო გაცვლა უარყო.

პარატიჩი „პარმასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ბერნარდესკის „იუვედან“ წასვლის ან რაკიტიჩის ტურინში გადაბარგების შანსი იანვარში არ არსებობს.

გასულ კვირას იტალიურმა და ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ კლუბები ფეხბურთელთა გაცვლას გეგმავდნენ და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა.

ისე კი, რაკიტიჩს „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ. ხორვატ მოთამაშეს „ბარსადან“ წასვლა სურდა, მაგრამ რა იქნება კიკე სეტიენის გუნდში მოსვლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები