Aa Aa
19 იანვარი 2020  |  22:36

21-ე გამარჯვება! "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" პირწმინდად დაჯაბნა (VIDEO)

პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური ჯახი „ენფილდზე“ შედგა, „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

„მერსისაიდელებს“ უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო წუთამდე სამი ქულა გარატირებული არ ჰქონდათ. კლოპის გუნდმა უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა, რითიც სტუმრება კინაღამ ისარგებლეს.

საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დადგა, „წითლებმა“ 2:0 მოიგეს, გოლების ავტორები ვირჯილ ვან დაიკი და მუჰამედ სალაჰი გახდნენ.

„ლივერპული“ კვლავ დაუმარცხებელია და ცხრილის სათავეში 64 ქულით იმყოფება. უახლოეს მდევარს „მანჩესტერ სიტის“ 16 ქულით უსწრებს, პლუს ამას თამაშით ნაკლები აქვს.

კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - ვინ გააჩერებს „ლივერპულს“?

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

imgbanner

ცხელი სიახლეები