Aa
Aa

არა, შენი ბრალია... - "ინტერი" და "რომა" ერთმანეთზე გაბრაზდნენ, გარიგება ჩაიშალა...

სამედიცინო შემოწმებების გავლის მიუხედავად, მატეო პოლიტანო და ლეონარდო სპინაცოლა თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, „ინტერი“ და „რომა“ კი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ორივე ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ ფასდება და შეთანხმებული იყო, რომ კლუბები მათ გაცვლიდნენ, სეზონის ბოლოს კი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებოდათ.

თუმცა, როგორც Sky Sport Italia წერს, „ინტერმა“ ბოლო წამს საიჯარო დეტალების შეცვლა გადაწყვიტა და მოითხოვა, რომ სპინაცოლაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლება ჰქონოდა, თანაც იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელი გუნდის მაისურით ზაფხულამდე 15 მატჩს ჩაატარებდა. ასევე, მატჩად არ ჩაითვლებოდა შეხვედრა, რომელშიც ახალგაზრდა მარცხენა მცველი 45 წუთზე ნაკლებს ითამაშებდა.

ამაზე „რომამ“, რომელსაც სპინაცოლას დამატების შესახებ უკვე ოფიციალურად გამოცხადებული ჰქონდა, უარი განაცხადა. კლუბები ერთმანეთზე გაბრაზდნენ და მოლაპარაკებებიც ჩიხში შევიდა - ფეხბურთელები უკვე თავიანთ ამჟამინდელ კლუბებში იმყოფებიან.

არაა გამორიცხული, რომ ყველაფერ ამის გამო პოლიტანოსა და სპინაცოლას სეზონის ბოლომდე კვლავ სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნა მოუწიოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები