Aa Aa
15 იანვარი 2020  |  16:09

"ბარსელონა" მალე ზამთრის პირველ ტრანსფერს გააოფიციალურებს

ესპანური Mundo Deportivo FOX Sports-ზე და ESPN-ზე დაყრდნობით წერს, რომ კიკე სეტიენის პირველი „ბარსელონური“ ტრანსფერი მატეუშ ფერნანდეში იქნება.

21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი „პალმეირასის“ საკუთრებაა და მის ღირსებას 2019 წლიდან იცავს, ისე კი „ბოტაფოგოს“ აღზრდილია და პირველ გუნდშიც ასპარეზობდა.

„ბარსა“ მატეუშის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს გადაიხდის და ამ თანხას საბონუსე სისტემა დაემატება, რომელიც ფეხბურთელის ჩატარებულ მატჩებზე და მოგებულ ტიტულებზე იქნება გაწერილი.

ფერნანდეშს მოედნის ცენტრში სერხიო ბუსკეცისა და არტურო ვიდალის პოზიციზე თამაში შეუძლია, რაც ჩილელი შუახაზელის „ინტერში“ ტრანსფერის ალბათობას ერთიორად ზრდის.

მატეუშმა „პალმეირასის“ რიგებში 47 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში